Reuters – აზიაში გაემგზავრა

დონალდ ტრამპი აზიაში გაემგზავრა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
-ის პრეზიდენტი, ხუთდღიანი ტურნეს ფარგლებში მალაიზიას, იაპონიასა და სამხრეთ კორეას ეწვევა, სადაც ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.
-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა 30 ოქტომბერს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შედგება.
დონალდ ტრამპის ცნობით, სი ძინპინთან შეხვედრაზე სავაჭრო შეთანხმების, უკრაინაში ომისა და ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხების განხილვას გეგმავს.
„ძალიან მინდა, რომ ჩინეთი რუსეთთან დაკავშირებით დაგვეხმაროს. ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი სანქციები დავაწესეთ. ვფიქრობ, ეს სანქციები ძალიან ძლიერია. მაგრამ მსურს, რომ ჩინეთი დაგვეხმაროს. როგორც იცით, პრეზიდენტ სი ძინპინთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ჩვენ კარგი შეხვედრა გვექნება. ვფიქრობ, კარგ შეთანხმებებს მივაღწევთ. ერთ-ერთი საკითხი რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობაა“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.
interpressnews.ge

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ