Reuters – დონალდ ტრამპის მომავალმა წარმომადგენელმა უკრაინაში კიევში ვიზიტი ინაუგურაციის შემდეგ დრომდე გადადო

-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კიტ კელოგმა კიევსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში დაგეგმილი მოგზაურობა ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ პერიოდამდე გადადო, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი, რომელიც უკრაინასა და რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უნდა გახდეს, კიევში ჩასვლას უკრაინელ ლიდერებთან შეხვედრას თავდაპირველად იანვრის დასაწყისში გეგმავდა.
Reuters-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ კელოგი უკრაინაში ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ გაემგზავრება, თუმცა თარიღი უცნობია. ასევე უცნობია, რა მიზეზით გადადო კიტ კელოგმა ვიზიტი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიხამინჯია: ერთმანეთს წლობით ვერ ხედავენ ცოლ-ქმარი, მშობლები და შვილები. ეკონომიკის განვითარებაზე დაგვყვირიან რამდენიმე წელია. ერთი ინიციატივა თუ გახსოვთ, რომ ამ დედებს დახმარებოდნენ საკუთარ სახლში დასაბრუნებლად?

მერაბ ვასაძე: ქართულ ბაზარზე ჩვენი ძირითადი კონკურენტია რუსული, უკრაინული და თურქული საქონელი, რომელიც უფრო იაფად შემოაქვთ და ინტერესი, რომ ჩვენი პროდუქცია დახლზე იდოს, ფაქტობრივად, აღარ არის