Reuters – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის 10 000-ზე მეტი თანამშრომლისგან მხოლოდ 294-ის დატოვებას გეგმავს

პრეზიდენტ ს ადმინისტრაცია გეგმავს, -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) 10 000-ზე მეტი თანამშრომლისგან 300-ზე ნაკლები დატოვოს, – ინფორმაციას Reuters-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, სამუშაო ადგილი მხოლოდ 294 თანამშრომელს შეუნარჩუნდება, მათ შორის, მხოლოდ 12-ს აფრიკის ბიუროში და 8-ს – აზიის ბიუროში.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი USAID-ს დანაშაულებრივ საქმიანობაში ადანაშაულებენ. ტრამპის ადმინისტრაციამ სამშაბათს გამოაცხადა, რომ აპირებს USAID-ის პირდაპირ დაქირავებული თანამშრომლების შვებულებაში გაშვებას და საზღვარგარეთ მომუშავე ათასობით თანამშრომლის გაწვევას. ადმინისტრაცია USAID-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან გაერთიანებას გეგმავს. ტრამპმა USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დანიშნა. კონგრესის კვლევის სამსახურის (CRS) თანახმად, USAID-მა მთელ მსოფლიოში 10 000-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა, მათი ორი მესამედი – შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ.