Reuters – „დემოკრატმა“ სენატორმა -ის სენატის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სიტყვით გამოსვლის რეკორდი მოხსნა

„დემოკრატმა“ სენატორმა -ის სენატის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სიტყვით გამოსვლის რეკორდი მოხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„დემოკრატმა“ სენატორმა, კორი ბუკერმა აშშ-ის სენატში 25 საათისა და 5 წუთის განმავლობაში ისაუბრა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა გააკრიტიკა.
„ჩვენს ინსტიტუტებს თავს არაკონსტიტუციურად ესხმიან და ანადგურებენ. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა კრიზისშია. მხოლოდ 71 დღის განმავლობაში პრეზიდენტმა ამერიკელების უსაფრთხოებას, ფინანსურ სტაბილურობას, დემოკრატიის მთავარ პრინციპებს დიდი ზიანი მიაყენა. ეს ამერიკაში ნორმალური პერიოდი არ არის“, – განაცხადა კორი ბუკერმა.
კორი ბუკერმა სენატორ სტრომ თარმონდის მიერ 1957 წელს დამყარებული რეკორდი მოხსნა, როდესაც თარმონდმა სამოქალაქო უფლებების აქტის წინააღმდეგ 24 საათისა და 18 წუთის განმავლობაში ისაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”