Reuters – გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ გაიმარჯვა

გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ გაიმარჯვა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გუშინ გამართულ გრენლანდიის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა პარტიამ“ ხმების 29,9% მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილზე კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია Naleraq-ი გავიდა, რომელმაც ხმების 24,5% მიიღო.
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრის, მუტე ეგედეს პარტია Inuit Ataqatigiit-ი ხმების 21%-ით მესამე ადგილზე გავიდა.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, „დემოკრატიული პარტია“ გრენლანდიის მიერ დანიისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას შედარებით ნელ პროცესად განიხილავს, ხოლო პარტია Naleraq-ი მხარს დამოუკიდებლობის სწრაფად მოპოვებას უჭერს.
„ხალხს ცვლილება სურს. ჩვენი კეთილდღეობის დასაფინანსებლად მეტი ბიზნესი გვსურს. ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვება ხვალვე არ გვსურს, ამისთვის კარგი საფუძველი გვჭირდება“, – განაცხადა „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას