Reuters – გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში კანცლერობის კანდიდატად ოლაფ შოლცი დაასახელა

გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში კანცლერობის კანდიდატად დაასახელა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გერმანიის მმართველი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ აღმასრულებელმა კომიტეტმა ქვეყნის მოქმედი კანცლერის, ოლაფ შოლცის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა.
პარტიის მხარდაჭერის მიღების შემდეგ, ოლაფ შოლცმა წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი პუნქტების შესახებ ისაუბრა, მათ შორის, ს სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის ფრთხილი მხარდაჭერით მშვიდობის უზრუნველყოფისა და ეკონომიკის აღორძინების შესახებ.
მანამდე, გასულ ხუთშაბათს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ კანცლერის თანამდებობაზე თავის კანდიდატურას არ წამოაყენებდა.
შეგახსენებთ, გერმანიაში მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ ბუნდესტაგის ვადამდელი დაინიშნა, რომელიც 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება.