Reuters – გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა, რათა რუსეთთან ომში უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა განიხილოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა, რათა რუსეთთან ომში უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა განიხილოს.
როგორც Reuters, სააგენტო DPA-ზე დაყრდნობით იუწყება, პისტორიუსი უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გეგმავს, სადაც ის სთვის დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდების საკითხს განიხილავს.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ს მხარი დავუჭიროთ, რათა მან თავი დაიცვას და ისეთ პოზიციაში აღმოჩნდეს, სადაც მზად იქნება სერიოზული მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა პისტორიუსმა გამგზავრებამდე.
როგორც გამოცემა წერს, შეერთებული შტატების შემდეგ გერმანია უკრაინის მეორე უდიდესი სამხედრო მხარდამჭერია.