Reuters – გერმანია ისრაელის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმით იმუქრება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული ისრაელს, ღაზაში შექმნილი მდგომარეობის გამო, გარკვეული ზომებით ემუქრება და აცხადებს, რომ ბერლინი არ განახორციელებს იარაღის ექსპორტს, რომელსაც ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის იყენებენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იოჰან ვადეფულმა ხაზი გაუსვა, რომ არ უნდა მოხდეს ისრაელის მიმართ გერმანიის ისტორიული მხარდაჭერის ინსტრუმენტალიზება და რომ საჰაერო დარტყმებმა და საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტმა ღაზაში არსებული ვითარება აუტანელი გახადა.
„არ უნდა მოხდეს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ჩვენი ერთგული ბრძოლის და ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უფლებისა და უსაფრთხოებისადმი ჩვენი სრული მხარდაჭერის ინსტრუმენტალიზება ღაზას სექტორში ამჟამად მიმდინარე ომისთვის“, – განაცხადა ვადეფულმა.
მისი თქმით, საჭიროა დაფიქრება შემდგომი ნაბიჯების გადადგმაზე.
„ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ, თუ რა შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ. სადაც ზიანის საფრთხეს დავინახავთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით და რა თქმა უნდა, არ მივაწვდით იარაღს, რათა კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მივაყენოთ“, – აღნიშნა იოჰან ვადეფულმა.
მანამდე, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ღაზაზე საჰაერო დარტყმები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის „ჰამასთან“ ბრძოლის აუცილებლობით აღარ არის გამართლებული და აღარ არის გასაგები.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…