გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზის სექტორში სულ მცირე 80 პალესტინელი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters ადგილობრივ ჯანდაცვის ორგანოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა, მათ შორის ქალები და ბავშვები, ჩრდილოეთ ღაზის ჯაბალიის რაიონში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ისრაელმა ავია იერიშები განახორციელა.
იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ ისრაელის სამხედროებმა ღაზის რამდენიმე რაიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის ევაკუაციის ახალი ბრძანებები გასცეს. ევაკუაციის ბრძანების გაცემიდან მალევე, ისრაელის თვითმფრინავებმა ღაზის ქალაქებში რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
