Reuters – ბრაზილიის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს ტარიფებისა და სანქციების მოხსნა სთხოვა

ბრაზილიის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს ტარიფებისა და სანქციების მოხსნა სთხოვა, – ინფორმაციას Reuters-ი ბრაზილიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრაზილიის მთავრობის განცხადებით, პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვასა და -ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს შორის 30-წუთიანი სატელეფონო საუბარი შედგა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ „მალე შეხვდებიან“.
დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბრაზილიელ კოლეგასთან „ძალიან კარგი“ სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
„ჩვენ შემდგომი საუბრები გვექნება და უახლოეს მომავალში შევხვდებით, როგორც ბრაზილიაში, ასევე -ში“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, ბრაზილიურ საქონელზე ს მიერ დაწესებული 50%-იანი ტარიფები მოქმედებს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის გამო ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ალექსანდრე დე მორაესს სანქციები დაუწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გიორგი: ყველასათვის გახდა ცნობილი არაბული კომპანიის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში… კომპანია რომელიც გაცხადებულად იძახის, რომ 30 000 კაცს ჩამოიყვანს და მისი ტომელები შეისყიდიან და ჩასახლდებიან აქ, მაშინ რას ვაკეთებთ ჩვენ?