Reuters – ბრაზილიის პრეზიდენტი რომის პაპის დაკრძალვას დაესწრება

ბრაზილიის პრეზიდენტი ს დაკრძალვას დაესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ბრაზილიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თარიღი ს პროტოკოლზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ბრაზილიის მთავრობამ.
ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა რომში პირველ ლედისთან, როსანჯელა ლულა და სილვასთან ერთად გაემგზავრება.
მანამდე -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რომში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას ისიც დაესწრება.
„მე და მელანია რომში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე მივემგზავრებით. იქ ყოფნას მოუთმენლად ველით!“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის განცხადებით, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.
რომის პაპ ფრანცისკეს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილზე – დაველოდოთ ვის შეარჩევენ თავიანთ კანდიდატურად, თუმცა ამ ცირკიდან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ვფიქრობ, რომ ლოგიკური შედეგი იქნებოდა ამ კანდიდატურის წამოყენება