ბელგოროდის ოლქში ვითარება მძიმეა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორზე, ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თავდაცვის სამინისტროს სამსახურები და სასაზღვრო სამსახურები თავიანთ დავალებებს ასრულებენ. ჩვენი ამოცანა მოსახლეობის უსაფრთხოებაა. კრასნოიარუჟსკის რაიონში ვითარება კვლავ მძიმეა. დაბომბვის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და 4 ადამიანი დაშავდა“, – დაწერა გლადკოვმა „ტელეგრამის“ არხზე.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქის სიღრმეში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეღწევის მცდელობები აღკვეთეს.
