Reuters – ბელარუსმა 52 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

ბელარუსმა 52 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა, – ინფორმაციას Reuters-ი ლიეტუვაში -ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
-ის დელეგაცია, პრეზიდენტ ტრამპის თანაშემწის მოადგილის ჯონ კოულის ხელმძღვანელობით, მინსკიში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ვილნიუსში მიემგზავრება, 52 სხვადასხვა ეროვნების პატიმართან ერთად, რომელთა გათავისუფლებაც მოხდა“, – განაცხადა ლიეტუვაში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა.
ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, გათავისუფლებულ პატიმრებს შორის 14 უცხოელია, მათ შორის, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან.
ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა განაცხადა, რომ აშშ-ს მინსკში საელჩოს ხელახლა გახსნა სურს.
„ამ ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზებისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენი საელჩოს მინსკში დაბრუნება გვსურს“, – აღნიშნა კოულმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება