Reuters – ს დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავების ოპერაციას ატარებს

აშშ ს დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავების ოპერაციას ატარებს, – ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ატლანტის ოკეანეში, ისლანდიის ტერიტორიულ წყლებში ნავთობტანკერის Marinera-ს დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.
წყაროების ინფორმაციით, ოპერაციას -ის სანაპირო დაცვა და ამერიკელი სამხედროები ახორციელებენ.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გამოცემას განუცხადეს, რომ ოპერაციის დაწყების დროს ტანკერის მახლობლად რუსული წყალქვეშა ნავი იმყოფებოდა.
ამასთან, Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის სანაპირო დაცვამ საზღვაო ბლოკადის ფარგლებში ვენესუელის სანაპიროსთან კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა.
ცნობისთვის, რუსეთის დროს ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის დაკავებას აშშ-ის სამხედრო ძალები უკვე ორი კვირაა ცდილობენ.
თავდაპირველად, ნავთობტანკერი Bella 1-ის სახელწოდებით იყო ცნობილი, თუმცა მოგვიანებით ხომალდმა სახელი შეიცვალა. ამჟამად ტანკერს Marinera ჰქვია და გაიანას დროშის ნაცვლად რუსეთს დროშის ქვეშ დაცურავს. რუსეთმა ტანკერის ესკორტირებისთვის წყალქვეშა ნავი და სხვა საზღვაო ხომალდები გაგზავნა.