Reuters – აშშ-მა კოლუმბიის პრეზიდენტს პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე გაკეთებული განცხადებების გამო ვიზა გაუუქმა

აშშ-მა კოლუმბიის პრეზიდენტს პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე გაკეთებული განცხადებების გამო ვიზა გაუუქმა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, კოლუმბიის პრეზიდენტ გუსტავო პეტროს ვიზა მას შემდეგ გაუუქმა, რაც ის პარასკევს ნიუ-იორკში გამართულ პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე სიტყვით გამოვიდა და ამერიკელ ჯარისკაცებს მოუწოდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ს ბრძანებებს არ დაემორჩილონ.
„პეტროს ვიზას გავაუქმებთ მისი წინდაუხედავი და არეულობის გამომწვევი განცხადებების გამო“, – დაწერა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა X-ზე.
კოლუმბიის პრეზიდენტმა გაერო-ს შტაბ-ბინასთან შეკრებილ დემონსტრანტებს მიმართა და განაცხადა, რომ „გლობალური შეიარაღებული ძალები უნდა შეიქმნას, რომლის მიზანი პალესტინელების გათავისუფლება იქნება“.
„ეს ძალები აშშ-ის არმიაზე უფრო დიდი უნდა იყოს. ამიტომ, ამერიკელ ჯარისკაცებს მოვუწოდებ, რომ იარაღი ხალხისკენ არ მიმართონ. ტრამპის ბრძანებებს არ დაემორჩილოთ, კაცობრიობის ბრძანებებს დაემორჩილეთ“, – აღნიშნა პეტრომ.

ასევე დაგაინტერესებთ

შუშანა მაცაბერიძე – აღსრულების ბიუროდან შეტყობინება მიიტანეს ჩემი ოჯახის სახლში, რომელიც ჩემს სახელზე არ არის გაფორმებული და ჩაწერილიც კი არ ვარ – 3 წლის წინ გადავწყვიტე, რომ რეჟიმს არაფერს გადავუხდი