Reuters : აშშ-ის კონგრესში უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი წარადგინეს

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა -ის კონგრესში კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც ომში უკრაინის მხარდაჭერის გაზრდასა და ს წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი კანონპროექტის ასლზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც სააგენტომ მოიპოვა.
კერძოდ, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, გრეგ მიკსმა, წარადგინა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის მრავალშრიან დახმარებას ითვალისწინებს, უსაფრთხოების საჭიროებების დაფინანსებიდან და ომის შემდგომი რეკონსტრუქციიდან დაწყებული, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებით დამთავრებული.
კანონპროექტს პირველ ნაწილში კიდევ ერთხელ დასტურდება უკრაინის და NATO-ს მხარდაჭერა, ასევე არის შეთავაზება შეიქმნას უკრაინის რეკონსტრუქციის სპეციალური კოორდინატორის თანამდებობა. მეორე ნაწილში საუბარია უკრაინის დახმარებაზე უსაფრთხოების სფეროში და სამხედრო დაფინანსებაში. მესამე ნაწილი რუსეთის მიმართ ახალ სანქციებზეა საუბარი, რომლებიც რუსულ ბანკებსა და ენერგოსფეროს, ასევე მაღალჩინოსნებს შეეხებათ.
ეხება უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარებას, მათ შორის პირდაპირ სესხებსა და სამხედრო დაფინანსებას. მესამე ეხება მკაცრ სანქციებსა და ექსპორტის კონტროლს რუსული ბანკების, ენერგეტიკისა და სამთო მრეწველობის, ასევე რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ.
სააგენტოს წყაროები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი კიდევ ერთი მცდელობაა პრეზიდენტ ს ადმინისტრაციაზე ზეწოლის განხორციელების, რათა მან ს მხარეს უფრო მკაფიო პოზიცია დაიკავოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე