Reuters – ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებულ სანქციებს ხსნის

აშშ ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებულ სანქციებს ხსნის, – ინფორმაციას Reuters-ი ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
-ის მიერ ბელარუსულ კალიუმზე (პოტაში) დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა მინსკში, ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას გამოაცხადა.
„პრეზიდენტ ტრამპის ბრძანების შესაბამისად, აშშ კალიუმზე სანქციებს ხსნის. ვფიქრობ, ეს ბელორუსისთვის აშშ-ს მხრიდან გადადგმული ძალიან კარგი ნაბიჯია. ჩვენ ახლა მათ ვაუქმებთ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში კიდევ უფრო მეტი სანქცია მოიხსნება“, – განაცხადა კოულმა.
ასევე, კოულის თქმით, ლუკაშენკოსთან უკრაინასა და რუსეთს შორის ომის და ვენესუელის საკითხიც განიხილა.
„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. მომავალზე ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გავაგრძელოთ სვლა აშშ-სა და ბელარუსს შორის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე. ეს ჩვენს მიზანს წარმოადგენს“, – აღნიშნა კოულმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო