Reuters – ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უკრაინას რუს გენერალზე თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ალექსეევის მკვლელობის მცდელობაში კიევი არ მონაწილეობდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სიბიგამ მათთან საუბარში განაცხადა.
სააგენტო წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გენერალ ალექსეევის მკვლელობის მცდელობაში უკრაინა დაადანაშაულა, რაც, მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების საბოტაჟს ისახავდა მიზნად.
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ Reuters-ს განუცხადა, რომ კიევს თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
შეგახსენებთ, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევს გუშინ მოსკოვში უცნობმა თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილი გენერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია