Reuters – ანალენა ბერბოკი და ჟან-ნოელ ბარო დამასკოში სირიის ახალ მმართველებს შეხვდებიან

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ანალენა ბერბოკი და ჟან-ნოელ ბარო ევროკავშირის სახელით სირიას ეწვივნენ და სირიის დე ფაქტო ახალ ლიდერს, აჰმედ ალ-შარას შეხვდებიან, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მინისტრები, რომლებიც დამასკოში დღეს დილით ცალ-ცალკე ჩავიდნენ, ასევე შეხვდებიან სირიის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სირიის ყველაზე ცნობილ ციხეს, სედნაიას კომპლექს მოინახულებენ.
„ჩემი დღევანდელი მოგზაურობა – ჩემს ფრანგ კოლეგასთან ერთად და ევროკავშირის სახელით – არის ნათელი სიგნალი სირიელებისთვის: შესაძლებელია ახალი პოლიტიკური დასაწყისი ევროპასა და სირიას შორის, გერმანიასა და სირიას შორის“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დამასკოში გამგზავრებამდე.
გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის პირველი მინისტრები არიან, რომლებიც სირიას ეწვივნენ მას შემდეგ, რაც 8 დეკემბერს ამბოხებულებმა დამასკო აიღეს და პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი აიძულეს, ქვეყანა დაეტოვებინა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც