Reuters – ამერიკელ რეპერ P. Diddy-ს, პროსტიტუციის საქმეში, 4 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ამერიკელ რეპერს, P. Diddy-ს პროსტიტუციის საქმეში 4 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ, ცნობილ ამერიკელ რეპერს, შონ კომბსის, იგივე P. Diddy-ს, პროსტიტუციის ბრალდებებთან დაკავშირებულ საქმეში 50-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლო პროცესზე მოსამართლემ აღნიშნა, რომ კომბსი თავის ორ ყოფილ პარტნიორზე წლების განმავლობაში ძალადობდა.
ბრალდების მხარის განცხადებით, რეპერი ძალის გამოყენებით თავის ყოფილ პარტნიორებს, კასანდრა ვენტურასა და კიდევ ერთ ქალს, სახელად ჯეინს, წლების განმავლობაში სექსუალურ წარმოდგენებში მონაწილეობას აიძულებდა. კომბის ადვოკატების მტკიცებით, მან თავის პარტნიორებზე ფიზიკურად იძალადა, თუმცა ისინი სექსუალურ წარმოდგენებში საკუთარი ნებით მონაწილეობდნენ.
სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2024 წლის 16 სექტემბრის შემდეგ, ბრუკლინის ციხეში პატიმრობაში გატარებული დროის გამო, შესაძლოა კომბსი სამ წელზე ნაკლებ დროში გათავისუფლდეს.
ამასთან, ნაფიცმა მსაჯულებმა კომბსი სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებებში გაამართლეს, რის გამოც, შეიძლება მისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან