Reuters – ავღანეთში მიწისძვრამ 622 ადამიანი იმსხვერპლა, 1 500-ზე მეტი კი დაშავდა

აღმოსავლეთ ავღანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დაახლოებით, 622 ადამიანი დაიღუპა და 1 500-ზე მეტი დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციები გრძელდება, ჩართულია ვერტმფრენებიც, რომლებსაც დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავთ.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ზოგიერთ შორეულ დასახლებამდე მიღწევას.
ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კუნარის პროვინციაში სამი სოფელი განადგურდა, დანარჩენებს კი მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
შეგახსენებთ, ავღანეთში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 6 მაგნიტუდა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: პიროვნულ დონეზე, ნინოს (რახან დავმეგობრდით და სახელებით მივმართავთ ერთმანეთს) მინდა ვუთხრა, რომ გავიგე მისი ძახილი. ამოვიკითხე რის თქმასაც ცდილობს და ადამიანურად ვუთანაგრძნობ იმ ვითარების გამო, რაშიც გაყო თავი

გია ხუხაშვილი – „ლელოს“ აკრძალვის მოთხოვნა ვირეშმაკული ტაქტიკაა, ამას სასამართლო, ალბათ, არ დააკმაყოფილებს, ხაბეიშვილმა კი პროვოკატორის როლი შეასრულა და ხელი შეუწყო სარჩელს – ამაზე გაბრაზდებიან, თუმცა ცივი წყალი დალიონ