Reuters – ავსტრიაში, კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები ცენტრისტულ პარტიებს შორის მიმდინარეობს

ავსტრიაში, კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები ცენტრისტულ პარტიებს შორის მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას, ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო, მოლაპარაკებები ავსტრიის კონსერვატიულმა „სახალხო პარტიამ“, „სოციალ-დემოკრატებმა“ და სხვა ცენტრისტულმა პარტიებმა დაიწყეს.
იმ შემთხვევაში, თუ „სახალხო პარტია“ და „სოციალ-დემოკრატები“ ცენტრისტული კოალიციური მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებენ, მაშინ შესაძლოა, ავსტრიაში ვადამდელი საპარლამენტო დაინიშნოს.
ცნობისთვის, ავსტრიაში საპარლამენტო 2024 წლის სექტემბერში ჩატარდა, რომელშიც ულტრამემარჯვენე, პოპულისტურმა „თავისუფლების პარტიამ“ გაიმარჯვა, ხოლო „სახალხო პარტია“ მეორე ადგილზე გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას