Reuters – ავსტრალიის ფედერალურ არჩევნებში მმართველი „ლეიბორისტული პარტია“ იმარჯვებს

ავსტრალიის ფედერალურ არჩევნებში მმართველი „ლეიბორისტული პარტია“ იმარჯვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციის, ABC-ის პროგნოზით, ქვეყნის საყოველთაო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ, ენტონი ალბანეზის მმართველი მემარცხენე-ცენტრისტული „ლეიბორისტული პარტია“ გაიმარჯვებს.
ამასთან, ABC-ის ცნობით, ოპოზიციური კონსერვატიული „ლიბერალურ-ნაციონალური კოალიციის“ ლიდერმა, პიტერ დატონმა საკუთარი მანდატი დაკარგა.
ავსტრალიის საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ლეიბორისტულ პარტიას“ ხმების 55.94% აქვს, ხოლო „ლიბერალურ-ნაციონალურ კოალიციას“ 44%.

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – მიკვირს, როგორ იკადრა ირანის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა და მაკა ბოჭორიშვილი არ დაიბარა საელჩოში – რაც შეეხება დოდონის ვიზიტს, ახლა პლახოტნიუკი მოვიწვიოთ გამოცდილების გაზიარების მიზნით