Reuters – რომის პაპს სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა და კვლავ ვენტილაციაზეა

რომის პაპს სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა და კვლავ ვენტილაციაზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ს ცნობით, 88 წლის რომის პაპს სუნთქვის მწვავე უკმარისობის ორი ეპიზოდი ჰქონდა და სუნთქვაში დასახმარებლად კვლავ „არაინვაზიური მექანიკური ვენტილაცია“ უტარდება.
ასევე, ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპს ასთმის შეტევის მსგავსი ბრონქოსპაზმის ეპიზოდი ჰქონდა და მისი სასუნთქი გზების შესამოწმებლად ექიმებს ბრონქოსკოპიის ჩატარება დასჭირდათ.
შეგახსენებთ, ფრანცისკე, რომელიც ორივე ფილტვის ანთებას ებრძვის, მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო 14 თებერვალს რომის გემელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – საქართველოში პოლიტიკური ტყვეების რიცხვი გაიზარდა, სინდისის პატიმრებს დაემატა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – ვერანაირი რეპრესია ვერ მოერევა თავისუფლების მოყვარე ადამიანების ურყევ ნებას, დაიცვან ქვეყნის დამოუკიდებლობა