Reuters-ის ექსკლუზივი: აშშ-ში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეიმუშავეს

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ ში ომის დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად -ში ს წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების შემუშავება დასრულდა. ეს სააგენტოს ექსკლუზიური ინფორმაციაა.
არსებული ინფორმაციით, სანქციები შეეხება საბანკო და ენერგეტიკულ სფეროებს, მათ შორის სამიზნეების ჩამონათვალშია რუსული ენერგეტიკული გიგანტი „გაზპრომი“ და სხვა კომპანიები, რომლებიც ჩართული არიან ბუნებრივი რესურსების მართვაში.
Reuters-ი ამ ინფომრაციას აქვეყნებს ამერიკელ სამ ოფიციალურ პირსა და ამ საკითხთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით.
2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს. ომს ემსხვერპლა ასიათასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები. მილიონობით ადამიანი ლტოლვილად იქცა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – 11 იანვარს მზია ამაღლობელის მხრიდან სტიკერის კედელზე გაკვრა შეფასებული არის, როგორც სამართალდარღვევა და ამასთან დაკავშირებით ფაქტობრივად, 3,5 თვის შემდეგ შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი

იუჯინ ჟუკოვი „ზანგეზურის დერეფანზე“ – ვფიქრობ, როდესაც შესაბამისი პირობები შეიქმნება, ვიმუშავებთ აზერბაიჯანთან, სომხეთსა და თურქეთთან ევროპასთან დაკავშირებადობაზე, პარალელურად გავაგრძელებთ შუა დერეფნის მხარდაჭერას