Reuters – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინას ნატო-ს სამიტზე საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით კარგი სიახლე ელოდება

უკრაინა მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით “კარგ სიახლეს” მიიღებს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა.
“ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ სამიტზე მისვლას და საჰაერო თავდაცვის შესახებ ახალი განცხადებების გაკეთებას. გსმენიათ, რომ უკრაინელებს სურთ დამატებითი Patriots-ის ან მსგავსი სისტემები და ვფიქრობ, ჩვენ გვექნება დამატებითი კარგი ამბები მათთვის ამ კუთხით”, – აღნიშნა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
უკრაინის ოფიციალური პირები თვეების განმავლობაში მოუწოდებენ თავიანთ მოკავშირეებს მიაწოდონ მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რათა დაიცვან თავი რუსეთის ძალების ხშირი სარაკეტო და დრონებით თავდასხმებისგან 2022 წლის შეჭრის შემდეგ.
შეგახსენებთ, ალიანსის ლიდერები ნატო-ს სამიტზე ვაშინგტონში, 9- 11 ივლისს შეიკრიბებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურა სიხარულიძე: 21-ე საუკუნეში, როდესაც ცივილიზებული მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტზე, მეცნიერებაზე, განათლებასა და კოსმოსის ათვისებაზე მუშაობს, საქართველოში კვლავ ქუჩური კანონებით, კრიმინალური ავტორიტეტებითა და “ძველი ბიჭობის” რომანტიზებით ვამაყობთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: მტერი თუ იკადრებს იგივეს, მაშინ ვერავინ გააჩერებს “ოცნების” ვაჟკაცებს სანამ ბოლო რუს ჯარისკაცს ცემით სულს არ ამოხდიან. მერე კი, დიტო სამხარაძე ისევ ნაცების გინებას გააგრძელებს, ოღონდ, ამჯერად უკვე კრემლის აივნიდან