re:school ნიქოზში და ძეგვში მცხოვრებ ბავშვებს ტექნოლოგიური განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, re:school ნიქოზში და ძეგვში მცხოვრებ ბავშვებს მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი და მაღალ ანაზღაურებადი პროფესიების შესწავლის შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ სკოლის დამფუძნებელმა, სალომე მგელაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი” ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ re:school არაფორმალური განათლების სივრცეა, სადაც 9 -დან 15 წლამდე მოზარდები ციფრულ ტექნოლოგიებს სწავლობენ და თანამედროვე შრომის ბაზრისთვის მოთხოვნად უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ. ამასთან ერთად, კომპანია სოციალურ-კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთი პროექტის ავტორია. მათ შორის re:school ანგარიშზეა – მსჯავრდებული ქალებისთვის UI/UX დიზაინის კურსი, არასრულწლოვანი მსჯავრდადებულებისთვის ვებდეველოპმენტის კურსი, ვებპროგრამირება ოკუპირებულ გალში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და სხვა.