Repubblica: ასეთ შემთხვევაში, კვარაცხელია 29 დეკემბერს “ვენეციასთან” სათადარიგოთა სკამზე დარჩება

ხვიჩა კვარაცხელიას გამოჯანმრთელების შემდეგ, იტალიური პრესა ანტონიო კონტეს არჩევანზე აქტიურად წერს. “პარტენოპეის” დამრიგებელმა უნდა გადაწყვიტოს, ძირითად შემადგენლობაში ქართველი დააყენოს თუ ნიდერლანდელი დავიდ ნერეში, თუმცა ამ ეტაპზე კონტე ამ დილემის წინაშე სულაც არ აღმოჩნდეს.
ირკვევა, რომ “ნაპოლის” შემტევი მატეო პოლიტანო გაციებულია, რის გამოც გუშინ ვარჯიში ვერ მოახერხა და მისი “ვენეციასთან” თამაში დიდი კითხვნის ნიშნის ქვეშაა.
Repubblica წერს, რომ თუ მან მომჯობინება მოახერხა, ძირითადში რომელუ ლუკაკუსთან და დავიდ ნერეშთან ერთად სწორედ ის იქნება, კვარაცხელია კი სათადარიგოთა შორის დარჩება.
Corriere Dello Sport კი
აქტიურად წერს, რომ კონტე მომავალი მატჩისთვის ნერეშისა და ხვიჩას ერთად ძირითადში დაყენების საკითხს აქტიურად განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ ქართველსა და ნიდერლანდელს პირველივე წუთებიდან ერთად არცერთი მატჩი არ დაუწყიათ.
შეხსენებისთვის, “ნაპოლისა” და “ვენეციას” შეხვედრა 29 დეკემბერს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში