Renault-ის აღმასრულებელი დირექტორობის სავარაუდო კანდიდატი მაქსიმ პიკა Stellantis-ს ტოვებს

ავტომწარმოებელ Stellantis-ის შესყიდვების დირექტორმა, მაქსიმ პიკამ, თანამდებობა დატოვა, ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.
ის კიდევ ერთი ავტომწარმოებლის – Renault-ის ხელმძღვანელის თანამდებობის ერთ-ერთ ყველაზე სავარაუდო კანდიდატად განიხილება, – წერს დასავლური მედია.
გასულ კვირას, Renault-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუკა დე მეომ, გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება 15 ივლისს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, რათა საავტომობილო სექტორის გარეთ ახალი გამოწვევები განიხილოს.
მოსალოდნელია, რომ დე მეო, ფრანგული ჰოლდინგური კომპანია Kering-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი გახდება, რომელიც ფლობს ისეთ მოდის ბრენდებს, როგორიცაა Gucci და Yves Saint Laurent.