ჯო ფოსტერმა ბრენდი Reebok თავის ძმასთან ერთად 1958 წელს დააარსა, მისი შთაგონების წყარო Adidas და Puma იყო. შექმნიდან მხოლოდ ექვს წელიწადში ბრენდის გაყიდვები გაორმაგდა, კერძოდ, 1983 წელს $12,8 მილიონიდან 1989 წელს $1,82 მილიარდამდე გაიზარდა. 1989 წელს ბრენდის დამაარსებელი, ჯო ფოსტერი Reebok-დან წავიდა.
დღეს ჯო ფოსტერი 89 წლისაა და ის ხელოვნურ ინტელექტს (AI)-ის ქომაგია. მეტიც, 89 წლის დიზაინერი ახალგაზრდა ინოვატორის გუნდს შეუერთდა. გასული წლიდან, ფოსტერი სტარტაპ Syntilay-ში მუშაობს, როგორც ბრენდის მრჩეველ. სტარტაპის იდეა მარტივია: იღებთ თქვენი ფეხების ფოტოს ხოლო სამი კვირის შემდეგ სპეციალურად თქვენთვის შექმნილ სანდლებს მიიღებთ, რომლებიც AI-ის დახმარებითაა დამზადებული.
Syntilay სტარტაპი ხელოვნური ინტელექტისა და 3D ბეჭდვის ტექნოლოგიების გამოყენებით ინოვაციურ ფეხსაცმელს აწარმოებს. კომპანია დააარსა 25 წლის მეწარმემ, ბენ ვაისმა დააარსა.
თანამედროვე სანდლების დიზაინის შექმნის პროცესში AI ინსტრუმენტი MidJourney გამოიყენება.
3D ბეჭდვა კი თითოეულ მომხმარებელზე ინდივიდუალური მიდგომის საშუალებას იძლევა.
Syntilay-ის სლაიდები ხელმისაწვდომია ხუთ ფერში: წითელი, ბეჟი, ნარინჯისფერი, ლურჯი და შავი, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. ფასი კი $149.99-იდან იწყება.