Reddit-ის IPO-ს საწყისი ღირებულება $6.5 მილიარდი იქნება – Reuters

reuters-ის ცნობით, Reddit-ის IPO-ს საწყისი ღირებულება $6.5 მილიარდი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის საწყისი ღირებულება $6.5 მილიარდი იქნება, რაც კომპანიის რამდენიმე წლის წინანდელ ღირებულებაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. Reddit-ის ერთი აქციის ღირებულება საფონდო ბირჟებზე თავდაპირველად $31-$34-ით შეფასდება.
ცნობისათვის, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2021 წელს $10 მილიარდს შეადგენდა. IPO-სთვის Reddit-ი საკუთარი აქციების 10%-ის დათმობას აპირებს.
ჯერჯერობით უცნობია, აპლიკაციის წარმატების შემთხვევაში კომპანიის აქციები საფონდო ბირჟაზე როდის განთავსდება.