Reddit-ის მომხმარებლებმა ქვეითებისთვის ყველაზე ცუდი ქვეყნები დაასახელეს

ბევრი ტურისტი ახალი ადგილების მონახულებას ფეხით გასეირნებით ამჯობინებს, თუმცა, ისინი ყოველთვის ვერ ახერხებენ ამას.
Reddit-ის მომხმარებლებმა გამოავლინეს ქვეყნები, სადაც „ყველაზე ცუდი გამოცდილება“ ჰქონდათ ფეხით სიარულის დროს.
გამოკითხვაში მონაწილე ტუტისტების უმრავლესობამ ქვეითებისთვის ცუდ ქვეყნებად აზიის ქვეყნები, კერძოდ ინდონეზია, ინდოეთი, ფილიპინები, ვიეტნამი, ტაილანდი, მალაიზია დაასახელა. ასეთივე ქვეყნების სიაში აღმოჩნდა თურქეთი, ეგვიპტე და იტალიაც.
ერთ-ერთმა მოგზაურმა ისიც აღნიშნა, რომ რომში ფეხით სიარულის გასამარტივებლად მონაზონთა ჯგუფს დაჰყვებოდა, რადგან მათ გზას ხშირად უთმობდნენ.
ბევრმა მოგზაურმა ასევე აღნიშნა გიჟური ტრაფიკი ნეაპოლში, სადაც სკუტერის მძღოლები ქუჩებში ფეხით მოსიარულეებისთვის სრულიად შეუმჩნევლად დადიან.
გარდა ამისა, მომხმარებლებმა გამოთქვეს უკმაყოფილება ამსტერდამში (ნიდერლანდები) ველოსიპედისტების მოძრაობის შესახებ, რომლებიც სრულიად უგულებელყოფენ ხალხს ქვეითთა გადასასვლელებზე.
ბიზნესპრესნიუსი

ასევე დაგაინტერესებთ