Red Wings-მა სოჭი-ბათუმის მიმართულებაზე პირდაპირი ფრენები დაიწყო

22 ივნისს სოჭი-ს მიმართულებაზე რუსულმა Red Wings- მა პირველი ფრენა შეასრულა.
ფრენები კვირაში 2 სიხშირით, 100 ადგილიანი თვითმფრინავით შესრულდება.
პირველ რეისზე მგზავრთა რაოდენობა 90 იყო.
მგზავრობის დრო დაახლოებით 55 წუთია.
ადრე სოჭიდან ბათუმის მიმართულებით რეისები არ ხორციელდებოდა, ეს ახალი მიმართულებაა სოჭის აეროპორტისთვის.
ბათუმის გარდა Red Wings Airlines გეგმავს რეგულარულ ფრენებს სოჭის აეროპორტიდან კიდევ 9 შიდა და საერთაშორისო მიმართულებით – მოსკოვი, ელისტა, ვლადიკავკაზი, მახაჩყალა, თბილისი (საქართველო), თელ-ავივი (), ერევანი (სომხეთი), სტამბოლი (თურქეთი), დუბაი (UAE).