Red Wings-ი ბათუმში კიდევ 3 ქალაქიდან – ყაზანიდან, სოჭიდან და უფადანაც იფრენს

ფართოვდება რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების არეალი. რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ მანამდე მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მარშრუტზე რეისები დააანონსა. დღეს კი ცნობილი გახდა რომ Red Wings -ი ს მიმართულებით 3 ახალ რეისს ამატებს.
სოჭი-ბათუმი-სოჭის მიმართულებით ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა 2024 წლის 22 ივნისიდან 26 ოქტომბრის პერიოდშია გახსნილი. რეისები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათობით და შაბათობით შესრულდება.
ყაზანი-ბათუმი-ყაზანის რეისზე ფრენა 2024 წლის 7 ივლისიდან და 13 ოქტომბრამდე შესრულდება კვირაობით. გარდა ამისა Red Wings-ი უფა-ბათუმი-უფის მიმართულებით ხუთშაბათობით იფრენს 2024 წლის 4 ივლისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით.
„რუსეთსა და საქართველოს შორის ავიარეისების აღდგენის შემდეგ ნათელი გახდა, რომ საქართველოს კურორტები კვლავინდებულად პოპულარულია რუს ტურისტებს შორის. ოპერატორი კომპანია TAV-Georgia-ს სტატისტიკით ბათუმის აეროპორტში 2024 წლის იანვარ-აპრილში მგზავრთნაკადი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34%-ით გაიზარდა, დარწმუნებული ვართ ბათუმში ს სამი ქალაქიდან ახალ ავიარეისებზე მაღალი სეზონური მოთხოვნა იქნება”,- განაცხადა Red Wings-ის დირექტორის მოადგილემ ალექსანდ კრუტოვმა.
ახალი მარშრუტების ამოქმედების შემდეგ, Red Wings-ის პირდაპირი ფრენები ბათუმში რუსეთის შვიდი ქალაქიდან შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზაფხულის აქტიურ სეზონზე დაგეგმილია 13 600 რეისი, აქედან 2 480 ევროპის მიმართულებით (მთლიანი ფრენების 18%), ხოლო რუსეთის მიმართულებით 1 761 რეისი (13%).
წყარო: რადიო თავისუფლება

ასევე დაგაინტერესებთ