RBC Ukraine: უკრაინამ რუსეთში ATACMS-ებით პირველი იერიში წარმატებით მიიტანა

უკრაინული გამოცემა RBC Ukraine-ის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ს ტერიტორიაზე ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით პირველი წარმატებული იერიში მიიტანა.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა ქვეყნის თავდაცვის ძალებიდან საკითხში გარკვეულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მ ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩევის სიახლოვეს სამხედრო ობიექტი დაბომბა. კარაჩევი უკრაინის საზღვრიდან 130 კილომეტრით არის დაშორებული.

“მართლაც, პირველად ATACMS-ები იყო გამოყენებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იერიშისთვის. დარტყმა მოხდა ბრიანსკის ოლქში ობიექტზე, იერიში წარმატებული იყო”. – აღნიშნა წყარომ.


გამოცემა New York Times-მა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ რომ -ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას პირველად დართო ნება, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშებისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები, როგორიცაა ATACMS-ები, გამოიყენოს.

მოგვიანებით, გამოცემა ამერიკულ Axios-ს საკითხში გარკვეულმა წყარომ დაუდასტურა, რომ ATACMS-ების გამოყენების უფლება მხოლოდ კურსკის ოლქზე ვრცელდება. წყაროს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკრაინას დაახლოებით სამი დღის წინ აცნობეს. უკრაინის პრეზიდენტი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან”.