RBC-Ukraine: მოსკოვში გუშინ ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული რუსი პოლიციელები უკრაინელი პატიმრების წამებაში არიან მხილებული

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატიდან ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო RBC-Ukraine წერს, რომ მოსკოვში გუშინ ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული რუსი პოლიციელები უკრაინელი პატიმრების წამებაში არიან მხილებული.
🔴 მოსკოვში, ელეცკაიას ქუჩაზე პოლიციის მანქანა გვიან ღამით ააფეთქეს.ს საგამოძიებო კომიტეტმა ორი პოლიციელის სიკვდილი დაადასტურა.
🔴 შემთხვევა იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც რამდენიმე დღის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე რუსი გენერალი სარვაროვი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს.