Raiffeisen Bank ომის სპონსორების სიიდან დროებით ამოიღეს

კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (НАПК) ავსტრიული Raiffeisen Bank ომის სპონსორთა სიიდან კონსულტაციების დასრულებამდე ამოიღო. ამას НАПК-ის ვებგვერდზე კომპანიის სტატუსი მოწმობს.
Reuters წერს, რომ ეროვნული სააგენტოს მიერ ბანკის ომის სპონსორების სიიდან ამოღება განაპირობა ავსტრიის მუქარამ იმის შესახებ, რომ ჩაშლიდა ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტს, თუ Raiffeisen-ი სიაში დარჩებოდა. НАПК-მა გამონაკლისი დაუშვა და ბანკი ომის სპონსორების სიიდან ორმხრივი კონსულტაციების დასრულებამდე ამოიღო.
ავსტრიული ბანკმა შეპირება რუსული ბაზრის დატოვების შესახებ ში ს შეჭრის შემდეგ გასცა, თუმცა პირობის შესრულების ვადას 2023 წლის ბოლომდე აჭიანურებს.
შეგახსენებთ, რომ Raiffeisen Bank International-ის (RBI) აღმასრულებელმა დირექტორმა იოჰან სტრობლმა განაცხადა, რომ ბანკის რუსეთის ფედერაციიდან გასვლა წლის ბოლომდე ნაკლებად სავარაუდოა, რაც წინასწარ პროგნოზებს ეწინააღმდეგება.
რუსეთის ფედერაციაში ავსტრიული საბანკო ჯგუფის Raiffeisenbank-ის საქმიანობას ჩეხეთის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრი იძიებს.