R2-ის ჯგუფისთვის ხელის შეშლის ბრალდებით კურდღელაურში 1 პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფისთვის ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
“კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 26 მარტს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს არ მისცა საშუალება თავიანთი პროფესიული საქმიანობა განეხორციელებინათ და ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულა, შეეწყვიტათ სატელევიზიო სიუჟეტის გადაღება და გავრცელება.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს” – წერია განცხადებაში.
ორსულ ცოლზე ძალადობის და მისი გაუპატიურების ბრალდებით კახეთში კაცი დააკავეს