QUADRUM-მა ზაფხულის სეზონი დაახლოებით 40%-იანი დატვირთვით იმუშავა

QUADRUM-მა ზაფხულის სეზონი დაახლოებით 40%-იანი დატვირთვით იმუშავა
გუდაურში, სასტუმრო QUADRUM-ის დამფუძნებელი ირაკლი ერისთავი “ბიზნესპარტნიორთან” ზაფხულის სეზონს აფასებს და აცხადებს, რომ მიმდინარე წლის სეზონი გასული წლის ანალოგიური პერიოდის თითქმის იდენტური იყო.
მისი თქმით, QUADRUM-მა ზაფხულის სეზონი დაახლოებით 40%-იანი დატვირთვით იმუშავა. სასტუმროს ძირითადი დამსვენებელი კი წელს არაბული ქვეყნებიდან, ინდოეთიდან და დან იყვნენ.
“გუდაური ძირითადად, ზამთრის კურორტია, თუმცა, აქტივობა არ იყო დაბალი. ვფიქრობთ, ზამთრის სეზონი ბევრად უფრო დატვირთული იქნება,”-აცხადებს ერისთავი.
ცნობისთვის, 11 ნომრიანი სასტუმრო – QUADRUM გუდაურში, 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა. მონოლითისგან დამზადებული მეორე კორპუსი კი 2020 წლის მარტში ამოქმედდა. ორივე კორპუსი 3 000 კვ. მეტრზეა განლაგებული და ჯამში 22 ნომერს მოიცავს. სასტუმროში არის რესტორანი, აუზი, იოგას და საკონფერენციო დარბაზი. ორივე პროექტის განხორციელება დაახლოებით, 3-4 მილიონი ლარი დაჯდა.
bp.ge