Puma-ს შეძენას ჩინური გიგანტი Anta Sports-ი გეგმავს – Bloomberg

აზიის ერთ-ერთი უდიდესი სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი ჩინური Anta Sports, აქტიურად იკვლევს გერმანული კომპანია Puma-ს შეძენის შესაძლებლობას, იტყობინება Bloomberg.
ანგარიშის თანახმად, ჰონგ-კონგში რეგისტრირებულმა ჩინურმა კომპანიამ უკვე დაიქირავა კონსულტანტები პოტენციური გარიგების შესაფასებლად.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ Anta Sports შესაძლოა Puma-ს ახალი მფლობელი გახდეს, გერმანული კომპანიის აქციები 27 ნოემბერს 14%-ით გაიზარდა.