Puma ისრაელის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სპონსორობას წყვეტს

გერმანული სპორტული ტანსაცმლის ფირმის Puma-ს წარმომადგენლის განცხადებით, მომავალ წლიდან კომპანია ს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სპონსორობას შეწყვეტს. ამის შესახებ Reuters -ი წერს
Puma არის ისრაელის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სპონსორი 2018 წლიდან, და უზრუნველყოფს ფორმას, ფეხსაცმელს და სხვა სპორტულ საქონელს ისრაელის ყველა ნაკრებისთვის – მოზარდების, ახალგაზრდების, ქალების და მამაკაცების.
კომპანია წარსულში BDS მოძრაობის მხრიდან კირტიკისა და თავდასხმის ობიექტი გახდა, რომელიც კომპანიისგან ისრაელთან თანამშრომლობის შეწყვეტას მოითხოვდა. თუმცა, როგორც Puma-ს წარმომადგენელი აცხადებს, ისრაელის ნაკრების სპონსორობის შეწყვეტა არაფერ შუაშია მომხმარებელთა მოწოდებებთან, რომ ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო კომპანიის პროდუქტებს ბოიკოტირება მოახდინონ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს არის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი „ნაკლები-მეტი-უკეთესი“, რომელიც მიზნად ისახავს გახდეს უფრო შერჩევითი სპორტულ მარკეტინგში.