PSP კონკურენციის სააგენტოს გადაწვეტილებას გაასაჩივრებს

ფარმაცევტული კომპანია PSP არ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უწყებამ 4 კომპანია ონკოლოგიურ მედიკამენტებზე შეთანხმებული ფასების გამო ჯამში 53 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. PSP ამ გადაწყვეტილებას “დაუსაბუთებლად, უსაფუძვლოდ და მიკერძოებულად” მიიჩნევს და თვლის, რომ სააგენტომ “რეკორდულად მცირე დროში” დადო დასკვნა.
“მიუხედავად იმისა, რომ კომპანია PSP-მ სრულად წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავდა ნებისმიერი სახის შეთანხმებულ ქმედებას, კონკურენციის სააგენტომ არ შეაფასა და მხედველობაში არ მიიღო წარდგენილი მტკიცებულებები.
კონკურენციის სააგენტოს დასკვნა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე ევროკომისიისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას და PSP მიმართავს სასამართლოს კანონით განსაზღვრულ დროში” – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კონკურენციის სააგენტომ 4 ფარმაცევტული კომპანიის დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია დღეს, 29 დეკემბერს გაავრცელა. სააგენტომ “პსპ”-ს გარდა დააჯარიმა ასევე “ავერსი”, “გეფა” და “მერმისი” სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების შეთანხმების გამო. საუბარია 2021-2023 წლებში 42 მედიკამენტზე ფასების ფიქსაციაზე. სააგენტო ირწმუნება, რომ კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები 1 თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს. ~
პსპ-სთვის დაკისრებული ჯარიმა – 17 094 872 ლარია.

ასევე დაგაინტერესებთ