ამერიკული კომპანია Procter & Gamble Co. (P&G) მომდევნო ორი წლის განმავლობაში 7000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს, რომლებიც არ არიან ჩართული წარმოებაში.
საერთო ჯამში, შემცირებები არასაწარმოო პერსონალის დაახლოებით 15%-ს შეეხება, იუწყება The Wall Street Journal–ი პარიზში მიმდინარე მომხმარებელთა კონფერენციაზე კომპანიის ტოპ მენეჯერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
გარდა ამისა, კომპანიის მენეჯმენტი გეგმავს P&G-ის პროდუქციის პორტფელის შემცირებას, ზოგიერთი კატეგორიის დატოვებას და გარკვეულ ბაზრებზე მცირე ბრენდების გამოყოფას. ამ გეგმების შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია არ მოწოდებულა.
კომპანიის შემოსავალი 2025 ფისკალური წლის მესამე კვარტალში (იანვარი-მარტი) 2%-ით შემცირდა, რაც ბაზრის პროგნოზზე სუსტია. ორგანული გაყიდვების ზრდამ მხოლოდ 1% შეადგინა.
ვრცლად interfax–ზე
