Prime Time – ის ინფორმაციით, გამთენიისას ხაზარაძე, კუპრაძე და დათუნაშვილი ბრიუსელში, ახალი დავალებების მისაღებად გაემგზავრნენ

Prime Time – ის ინფორმაციით, გამთენიისას ხაზარაძე, კუპრაძე და დათუნაშვილი ბრიუსელში, ახალი დავალებების მისაღებად გაემგზავრნენ
Prime Time – ის ინფორმაციით, გამთენიისას ხაზარაძე, კუპრაძე და დათუნაშვილი ბრიუსელში, ახალი დავალებების მისაღებად გაემგზავრნენ.
წყარო “ლელოდან” გვიყვება, რომ ამჟამად პარტიაში მძიმე მდგომარეობაა. ერთი მხრივ პარტიამ გახარიასთან ერთად შეასრულა ბრიუსელიდან კონკრეტული ადამიანების მოთხოვნა და ჩაერთო საარჩევნო პროცესში, თუმცა ოპოზიციაში არსებული ზოგადი მძიმე ფონის გამო – “ლელომ” სრულყოფილად ვერ შეძლო საარჩევნო გარემოსთან ადაპტაცია და ოლქების დიდ ნაწილში ვერც მერობის კანდიდატები დაასახელა და ვერც მაჟორიტარები.
წყარო “ლელოდან” იმასაც გვიდასტურებს, რომ ხაზარაძეს პრობლემები აქვს უშუალოდ პარტიის ლიდერშიპში, რაც ნაწილობრივ საჯაროდაც დადასტურდა, როდესაც მერობის კანდიდატად არდასახელების გამო საბა ბუაძემ პარტია დატოვა. ბუაძის გარდა ხაზარაძის გარემოცვიდან კუპრაძე/ელისაშვილის დაწინაურებას პარტიის სხვა ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან.
რაც შეეხება ბრიუსელში ვიზიტს, ჩვენთვის ცნობილია, რომ ხაზარაძე ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ახალი ინსტრუქციების მისაღებად გაემგზავრა, თუმცა უცნობია რა დავალებებით დაბრუნდება უკან

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით – არცერთი