PRADA ამერიკული Capri Holdings-ისგან კონკურენტი ბრენდის, VERSACE-ს 1.375 მილიარდ დოლარად შეძენას დათანხმდა

10 აპრილს იტალიური მოდის სახლი PRADA ამერიკული Capri Holdings-ისგან კონკურენტი ბრენდის, VERSACE-ს 1.375 მილიარდ დოლარად შეძენას დათანხმდა, რაც ასევე კომპანიის ვალებსაც მოიცავს.
“ჩვენ მიზნად ვისახავთ VERSACE-ს მემკვიდრეობის გაგრძელებას, მისი თამამი და დროის დაუმორჩილებელი ესთეტიკის მემკვიდრეობის გაგრძელებასა და გადააზრებას,” – ამბობს PRADA-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, პატრიციო ბერტელი.
“მე აბსოლუტურად აღფრთოვანებული ვარ იმ ფაქტით, რომ VERSACE PRADA-ს ოჯახის ნაწილი ხდება. ჯანი და მე ყოველთვის ძალიან ვაფასებდით მიუჩიას და მის ოჯახს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბრენდი გადავიდა ასეთი სანდო იტალიური საოჯახო ბიზნესის ხელში და მზად ვარ, ყველანაირად მხარი დავუჭირო ბრენდის ამ ახალ ეპოქას,” – წერს დონატელა ვერსაჩე თავის სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დონატელა ვერსაჩემ მოდის სახლი VERSACE-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოსტი 13 მარტს დატოვა.