აშშ-ში პოპულარული ლატარეის Powerball-ის ჯეკპოტი 620 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, შემდეგი გათამაშებას შაბათს გაიმართება და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოთამაშე ჯეკპოტს მოხსნის, ის სხვადასხვა გადასახადის გამოკლებით მხოლოდ 311 მილიონს მიიღებს.
Powerball-ის ყველაზე დიდი ჯეკპოტი $2.04 მილიარდი დოლარი, 2022 წლის 7 ნოემბერს გათამაშა. გამარჯვებულმა ედვინ კასტრომ ჯილდოს გადანაწილება არ ისურვა და თანხის ერთჯერადად მიღება არჩია, ამიტომ მას მხოლოდ 997 მილიონი დოლარი ხვდა წილად.
