PosTV-ზე ირმა სოხაძის გადაცემა შეჩერდა

სახელისუფლებო ტელეარხ PosTV-ზე ირმა სოხაძის გადაცემა შეჩერდა. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ თავად მომღერალმა დაუდასტურა. მისი თქმით, გადაცემის შეჩერებაზე ინიციატივა მისგან წამოვიდა და ტელევიზიის მენეჯმენტიც დაეთანხმა:
„დროებით შეჩერდა სწორი ფორმულირებაა. გავაჩერეთ გადაცემა იმიტომ, რომ საერთო აზრამდე მივედით. არც მე მინდა და საერთოდ არ არც არის საჭირო ეს გადაცემა. მერე ვნახავთ აღვადგენთ, სხვას გავაკეთებთ, საერთოდ წამოვალ, თუ რას ვიზამთ. დროში გამოჩნდება ყველაფერი. ამჟამად გაჩერებულია გადაცემა,“ — აცხადებს მომღერალი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.
ირმა სოხაძეს ვკითხეთ, ხომ არ უკავშირდებოდა მისი გადაცემის შეჩერება მისსავე განცხადებას რუსულ კანონთან დაკავშირებით, რაზეც მომღერალმა გვითხრა, რომ ინიციატივა იმის შესახებ, რომ არ სურდა გადაცემის წაყვანა და სხვა თემებზე საუბარი, მისგან წამოვიდა:
„მაგრამ ის, რომ არც გამომიშვეს და არც გადაცემა დამიხურეს — ეს ფაქტია. ამ ფაქტს ვერ უარვყოფ. ასეთი მდგომარეობაა, რომ გავაჩერეთ გადაცემა. სამი წელია უკვე არსებობს, ექვსი სეზონი იარა ერთმა ფორმატმა და მგონია, საკმარისია.
ირმა სოხაძეს ასევე ვკითხეთ, თუ განიხილავდა თანამშრომლობის გაგრძელებას PosTV-სთან, რაზეც გვითხრა, რომ ამ ეტაპზე არ იცის:
„ამჟამად ისეთ მდგომაროებაში ვართ პირადად მეც და სრულიად ქვეყანაც, ხვალ რა იქნება, არ ვიცი“ — გვითხრა ირმა სოხაძემ.
· „უნდა შეველიოთ ამ კანონპროექტს და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება“ — ირმა სოხაძე

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – კიდევ ერთი დასტური მივიღეთ, რომ საქართველოში სახელმწიფო წაშალა „ქართულმა ოცნებამ“ – პრემიერს შეუძლია რაღაც დაავალოს ერთი შეხედვით დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელს