გერმანულმა პრემიუმ ავტომწარმოებელმა Porsche-მ გადაწყვიტა სრულად გავიდეს Bugatti Rimac-ის და Rimac Group-ის კაპიტალიდან. კომპანია ყიდის საკუთარ 45%-იან წილს Bugatti Rimac-ში და ასევე 20.6%-იან წილს Rimac Group-ში, რაც ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან გარიგებად უკვე განიხილება. წილების მყიდველი იქნება ინვესტორთა კონსორციუმი, რომელსაც ამერიკული HOF Capital ხელმძღვანელობს. გარიგებაში მონაწილეობს ასევე BlueFive Capital აბუ-დაბიდან და სხვა ინსტიტუციური ინვესტორები აშშ-დან და ევროპიდან. ფინანსური დეტალები საჯაროდ ჯერ არ გახმაურებულა. Porsche-ის ეს ნაბიჯი პირდაპირ უკავშირდება კომპანიის მძიმე ფინანსურ შედეგებს. 2025 წელს ოპერაციული მოგება 93%-ით შემცირდა, ხოლო მარჟა 14.1%-დან 1.1%-მდე დაეცა. მიზეზებად სახელდება ჩინეთში მოთხოვნის შესუსტება, მაღალი ხარჯები, ელექტრომობილების გაყიდვების შენელება და ამერიკული ტარიფების ზეწოლა. კომპანიის ხელმძღვანელმა მიხაელ ლაიტერსმა განაცხადა, რომ Porsche ახლა ყურადღებას ისევ ძირითად ბიზნესზე ამახვილებს და რესურსებს საკუთარ ბრენდზე გადაანაწილებს. ანუ Bugatti-სა და Rimac-ში მონაწილეობა, რომელიც ერთ დროს სტრატეგიულ ინვესტიციად ითვლებოდა, ახლა უკვე ზედმეტ ფუფუნებად შეფასდა. გარიგების შემდეგ Rimac Group კიდევ უფრო გაძლიერდება და Bugatti-ზე გავლენას გაზრდის. ეს ნიშნავს, რომ Mate Rimac-ის მიერ შექმნილი კომპანია ევროპის ჰიპერქარების სამყაროში კიდევ უფრო დიდ ძალად ყალიბდება.ეს ისტორია აჩვენებს, რომ დღეს ავტოინდუსტრიაში სახელიც კი ვერ იცავს ფინანსური რეალობისგან — როცა მოგება ეცემა, კომპანიები ლეგენდარულ აქტივებსაც ყიდიან.წყაროები:
Reutershttps://www.reuters.com/business/porsche-under-pressure-cut-costs-divests-iconic-italian-sportscar-maker-bugatti-2026-04-24/
Bugatti ოფიციალური განცხადებაhttps://newsroom.bugatti.com/de/pressemeldungen/porsche-sells-stakes-in-bugatti-rimac-to-hof-capital-consortium-de
Car and Driverhttps://www.caranddriver.com/news/a71119524/porsche-sells-ownership-stakes-bugatti-rimac/
Financial Timeshttps://www.ft.com/content/89ca5164-ba81-430d-83be-92e3ae393cc6
