Pontus Rotana Resort & Spa – შეხვედრა, რომელიც ბათუმის საინვესტიციო კლიმატს მნიშვნელოვნად შეცვლის

ბათუმის საინვესტიციო კლიმატი სწრაფი ტემპით ვითარდება, რასაც ხელს საერთაშორისო კომპანიების მხრიდან მზარდი დაინტერესებაც უწყობს. სწორედ ამიტომ, 6 სექტემბერს, გუნდმა, რომელიც გონიოში 5-ვარსკვლავიან, პრემიუმ კლასის სასტუმროს – Pontus Rotana Resort & Spa – ხსნის, ინვესტორებისთვის ოფიციალური მიღება გამართა, რომელიც საქართველოს ამ ზღვისპირა რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.
კონფერენცია Rotana-სთვის მნიშვნელოვან დღეს დაემთხვა – ზუსტად ერთი წლით ადრე, 2023 წლის 6 სექტემბერს, გონიომ Pontus Rotana Resort & Spa-ს მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიალს უმასპინძლა, რომელსაც Rotana-ს ხელმძღვანელობა, საქართველოში, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ელჩი, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი, პროექტი საერთაშორისო ინვესტორების მასპინძლობისთვის უკვე მზადაა.
შეხვედრის მიზანი არა მხოლოდ ინვესტორებისთვის მშენებლობის დეტალების გაცნობა, არამედ, მონაწილეებს შორის კავშირების გაძლიერებაც იყო, რაც, თავის მხრივ, საფუძველს გრძელვადიან პარტნიორობას ჩაუყრის.

ასევე დაგაინტერესებთ