POLITICO: NATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი მარკ რუტე იქნება

Politico-ს ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 32-ივე წევრი ქვეყნის შეთანხმების საფუძველზე, NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე იენს სტოლტენბერგს ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე შეცვლის.
როგორც გამოცემა წერს, რუტეს კანდიდატურაზე 18 ივნისს უნგრეთისა და ს თანხმობის შემდეგ, დღეს, 20 ივნისს ნიდერლანდების პრემიერის კანდიდატურას მხარი რუმინეთმაც დაუჭირა, რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა კი NATO-ს უმაღლეს თანამდებობაზე თავისი კანდიდატურა მოხსნა.
რუტე ალიანსის გენერალური მდივნის პოზიციას 2 ოქტომბერს, -ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაიკავებს.
2022 წელს ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუტე უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე იყო. იგი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას ემხრობოდა და მუდმივად ხაზს უსვამდა ში ბრძოლის ველზე ს დამარცხების მნიშვნელობას.
რუტეს პრემიერობის დროს, მან ნიდერლანდების თავდაცვის ბიუჯეტი გაზარდა და მშპ-ს 2%-ს გადააცილა, რაც NATO-ს წევრი ქვეყნების მოთხოვნაა. ამასთანავე, რუტემ უკრაინას F-16-ის ტიპოის ავიაგამანადგურებლები, არტილერია, დრონები და საბრძოლო მასალები გადასცა.